რეზონანსი
02.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყალბია ამბები, თითქოს ირანმა და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრები სადამდე მივა, არავინ იცის, მაგრამ ირანელებს უთხრა, რომ დროა შეთანხმება გააფორმონ.

"ცრუ ახალი ამბები, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი, ყალბი და მცდარია. ჩვენს შორის საუბარი სტაბილურად გრძელდება, მათ შორის ოთხი დღის წინ, სამი დღის წინ, ორი დღის წინ, ერთი დღის წინ და დღეს. სად მიგვიყვანს, არავინ იცის, მაგრამ, როგორც ირანს ვუთხარი, "დროა, ასე თუ ისე, რომ შეთანხმება გააფორმოთ. 47 წელია აკეთებთ ამას, და არ შეიძლება ამის გაგრძელების დაშვება", - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×