
მე ვიტყვი, ზუსტად რა სურვილი გააჩნია სახელმწიფო დეპარტამენტს - ეს იყო ყველაზე მკაფიოდ განმარტებული ნაწილი და გვითხრეს ის, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით,- ამის შესახებ "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, გირგოლ გეგელიამ განაცხადა.
მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე განიხილეს.
გეგელიას თქმით, ხაზი გაესვა ყველა მნიშნელოვან მოვლენას და მათმა პარტიამ მკაფიოდ უთხრა, თუ რა პრირობები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული თუნდაც იმისთვის, რომ არჩევენებში მონაწილოება გახდეს შესაძელებელი.
ჩვენთვის ძალიან მკაფიოა, რას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები და ამაზე ისინიც საუბრობენ, საჯარო განცხადებებშიც. ერთი არის, რომ ოპოზიციის ჩართულობა და არა განადგურება იყოს მიღწეული. მე ვიტყვი, ზუსტად რა სურვილი გააჩნია სახელმწიფო დეპარტამენტს - ეს იყო ყველაზე მკაფიოდ განმარტებული ნაწილი და გვითხრეს ის, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით. ისინი ხედავენ რომ რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არის ყველაზე დემოკრატიული, ჯანსაღი, ხედვის მქონე, კარგად იციან ამ პარტიებმა როგორ მართონ ქვეყანა, გადაჭრან სოციალური პრობლემები და ამავე დროს, ამავდროულად, ისინი არ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რაც ამერიკის აზრით საფრთხეს ქმნის.
სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ აშშ არ არის ბოიკოტების მხარეს, არჩევნების გამოტოვების მხარეს, არ არის ბრძოლის ამა თუ იმ ფორმაზე უარის თქმის მხარეს, არამედ არის იმის მხარეს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მაქსიმალურად სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ინსტიტუტების ცხოვრებაში, წარმოადგინოს ერის ინტერესები და იბრძოლოს ყველა იმ ბრეკეტის გამოყენებით, რაც არსებობს. როგორც მეგობრები, ისინი გვეუბნებიან, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოთ საბრძოლველად.
მე მათ ავუხსენი ის გარემო, რომელშიც იყო და არის საქართველო, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ის გაუსაძლისი ვითარება, რაც "ქართულმა ოცნების" რეჟმმა შექმნა, სრულიად შეუსაბამოა ნებისმიერი დემოკრტიულ მოვლენასთან, არჩევნებთან, მაგრამ ამავე დროს კარგად ესმით, რომ ბრძოლაზე არავინ არ უნდა თქვას უარი, რადგან ბრძოლის გარეშე, ასეთი ტიპის რეჟიმს ვერ დაამარცხებ. მე მათ მკაფიოდ ვუთხარი, იმისთვის, რომ არჩევნებში შევიდეთ, რაღაც საკითხები უნდა მოგვარდეს ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური ტყვეები არ უნდა იყვნენ, პარტიები არ უნდა უქმდებოდეს, შეურაცხად კანონებთანა რ უნდა გვქონდეს შეხება. ამერიკელებსაც ესეც კარგად ესმის,- განაცხადა გეგელიამ.