რეზონანსი
03.06.2026

ყოფილი ფეხბურთელი, ჯაბა დვალი ამ დილით 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი გახდა სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი. როგორც "რეზონანსს" ფეხბურთელის მეგობრებმა შეატყობინეს, ჯაბამ დაახლოებით 1 კვირის წინ ინფარქტი გადაიტანა, შემდეგ თითქოს გამოკეთდა, მაგრამ მერე მეორე ინფარქტი მიიღო, რასაც ორგანიზმმა ვერ გაუძლო. მართალია, ჯაბას სტენტირებაც გაუკეთდა, მაგრამ ბოლო სპორტსმენს ტვინიც გაეთიშა და სამწუხაროდ, ვეტერანი ფეხბურთელის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 

ჯაბა დვალი განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონატის გულშემატკივრებს შორის იყო პოპულარული და მის გარდაცვალებას ყველანი დიდად განიცდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×