
თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
„მე ჩამოყალიბებულ მკვლელებს და მოძალადეებს წავაწყდი, არ ვიცნობდი მათ, მაგრამ საქმის მასალებში სურათები არის და პატარა, 3 წლის ალექსანდრე გაბაშვილის სურათს რომ ვუყურებდი, გიყურებს გულუბრყვილო და მოსიყვარულე ბავშვი, ესენი მკვლელებად არ დაბადებულან, ისინი მკვლელებად გაზარდეს
ოჯახებმა...
ერთი რამ მინდა ვთქვა, რამაც დამწყვიტა გული, მე ა.ნ-ს და დ. ჩ-ს საბოლოო სასამართლო სიტყვაზე მივედი. მაინტერესებდა მათი რეაქცია, მათ სახეზე არ იყო არც სინანული და არც მწუხარება. როცა დ.ჩ-ს სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მე გავიფიქრე, რომ თუ ის სინანულს გამოხატავდა, მე სასამართლოს მის შეწყალებას
ვთხვოვდი. დ.ჩ-ს რამდენჯერმე მივმართე და ვუთხარი, რომ ის ციხიდან ვერ გამოვიდოდა ბედნიერი და რომ მას უნდა აერჩია ღირსება. მშობლებმა არაფერი ათქმევინეს. ეს იყო მშობლების და ადვოკატების გადაწყტვეტილება. მათ არ მისცეს უფლება, რომ თუნდაც წამიერად მასში ადამიანობას გაეღვიძებინა“ – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე