რეზონანსი
04.06.2026

უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება, ე.წ მეტორული კლასები გვექნება, - განუცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა ჟურნალისტებს, სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნაზე.

„ეს იქნება ადგილი, სადაც ქართველ სტარტაპებს, მეწარმეებს, სტუდენდეტებს,მეცნიერებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ამერიკული ტექნოლოგიური ბაზრის მთავარ აქტორებს, მოიზიდონ კაპიტალი, შეხვდნენ ინვესტორებს. ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას და გარემოს, სადაც ჩვენს ქართველ სტარტაპებს ექნებათ უფრო სწრაფად ინტეგრაციის და ადაპტაციის საშუალება. ასევე ვთანამშრომლობთ და ვსაუბრობთ, რამდენიმე აქსელერატორთან, უახლოეს მომავალში გვექნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს სტარტაპებს, მეწარმეებს, რათა მათ გაიღრმაონ ცოდნა, გამოცდილება, ე.წ მეტორული კლასები გვექნება", - აღნიშნა ყულიჯანიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×