რეზონანსი
04.06.2026

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, - წერს „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, სააკაშვილის დრო დიდი ხანია წავიდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„გვარამიას პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები. უბრალოდ მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია (მიუხედავად იმისა, გვარამიას რად ეჩვენება), რომელმაც პოლიტიკური ინსტინქტი მთლიანად დაკარგა და საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში არა მხოლოდ თავს, არამედ ყველას ანადგურებს, ვინც მასთან საქმეს იჭერს.

მისი დრო დიდი ხანია წავიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ - ძალმომრეობით, შანტაჟით და ბიძინას დახმარებით ტივტივებს და ბიძინასთან ერთად ისიც გაქრება - ერთი გარეცხვაა მისგან დარჩენილი. ამომრჩეველი გააქრობს, თორემ მე მხოლოდ სამართლიანი წესებით ვაპირებ მასთან მოპყრობას", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×