რეზონანსი
08.06.2026

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ზე დებატებში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით.

ირაკლი კობახიძემ ინფლაციის კუთხით საქართველოსა და მოლდოვის მაჩვენებლები შეადარა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მოლდოვაში კატასტროფული ვითარებაა.

„ინფლაცია რომ ავიღოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენთან ინფლაცია სამომხმარებლო ფასებზე იყო 8%-ზე ნაკლები, რაც არის იდეალური მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ სასურველია, წელიწადში 2-3% მაინც იყოს ინფლაცია. სჯობს, 4%-ს არ გადააჭარბოს და სწორედ ამ პარამეტრებში ზის სამწლიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყანა. მოლდოვაში ამ სამ წელიწადში ინფლაცია იყო 28%, რაც ნიშნავს კატასტროფას. რეალური ეკონომიკა მცირდება, ინფლაცია გაქვს 28%, შესაბამისად, ნომინალური ეკონომიკა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა. ისიც კი, რაც დაემატა მოლდოვას ნომინალურ ეკონომიკაში, დაემატა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე. სრული კატასტროფა არის ეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილი მოლდოვაში. კი ბატონო, უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით მოშლილია სისტემა, კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მოლდოვაზე კორუმპირებული ქვეყანაა უკრაინა. ეს არის მთლიანობაში ვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×