რეზონანსი
09.06.2026

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.

„ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. როდესაც ხარ დაკავებული რადიკალიზმით, როდესაც ხარ აგენტი და როდესაც შენს ქვეყანასთან მიმართებით ღალატში ხარ შემჩნეული, რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ გაგაჩნია", - განაცხადა კალაძემ.

„ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ალიანსის ლოგოდან „ნაცების" ლოგოს მალე ამოიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×