
ჩვენი აქციაზე ყოფნის მიზეზი იყო ის უსამართლო ქმედებები, რაც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა, ავთანდილ სურმანიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან განმარტა, რომ უკრაინაშიც იბრძოდა, რისი მიზეზიც თავისუფლება იყო.
„უკრაინაში ყოფნის მიზეზიც იყო ის უსამართლო ომი, რასაც დღეს უკრაინა საკუთარ თავზე იტანს. ჩვენი ბრძოლის მიზეზი ყოველთვის იყო თავისუფლება, ნორმალური ცხოვრების პირობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი“,-განაცხადა ავთანდილ სურმანიძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდავო გახადეს.