რეზონანსი
10.06.2026

ოპოზიცია სრული დესტრუქციის ფაზაშია შესული. ეს დესტრუქცია არა მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ შიდა დესტრუქციაა, რომელიც შეურაცხმყოფელ განცხადებებზეა გადასული, –  ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ოპოზიცია იმყოფება.

„საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს. წარუმატებლობის გადაბრალების მცდელობა აქვთ. ახლა ბრძოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი მემკვიდრეობის გაყოფაზე – ელექტორატის სიმპატიებზე. ამას ვერ იყოფენ და თან საკუთარ ეგოებს ვერ მართავენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×