
ასტროლოგების პროგნოზით, უახლოეს კვირებში ზოდიაქოს 5 ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ, რომ მათ ირგვლივ მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება. ეს ყველაფერი ვენერას ახალ ასტროლოგიურ პოზიციას უკავშირდება, რომელიც ასტროლოგიაში პარტნიორულ ურთიერთობებზე, ფინანსებზე, სილამაზეზე, შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე აგებს პასუხს.
2026 წლის 13 ივნისს ჰარმონიის, სილამაზის, ფინანსების, შემოქმედების, ხელოვნების, ნიჭისა და პარტნიორობის პლანეტა - ვენერა ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. ვენერა ლომის ნიშანში 2026 წლის 9 ივლისამდე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტისთვის ეს ნეიტრალური პოზიციაა, ზოგიერთი ნიშანი მის გავლენას განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობს.
ამ პერიოდში პოზიტიური ცვლილებები ელოდებათ შემდეგ ნიშნებს:
ლომი
ვერძი
მშვილდოსანი
ტყუპები
სასწორი
ასტროლოგები გადაწყვეტილებების მიღებისას, ემოციების გამოხატვისას და დიდ ცვლილებებთან შეჭიდებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ:
მერწყულებს
კუროებს
მორიელებს
სპეციალისტების განმარტებით, ამ პერიოდში სრულიად ახალ ეტაპზე შესაძლოა გადავიდეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება:
ოჯახს;
რომანტიკულ ურთიერთობებს;
შემოქმედებასა და ჰობის;
საჯაროობასა და საზოგადოების წინაშე გამოსვლებს;
შოუბიზნესს;
ფუფუნების საგნებს;
მმართველ და ლიდერულ პოზიციებს.
გარდა ამისა, ცვლილებები მოსალოდნელია ბიზნესის, კომერციის, ვაჭრობის, ფინანსების, სილამაზის ინდუსტრიის, კოსმეტოლოგიის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი პროფესიების სფეროებში.
ეს პერიოდი ბევრს უფრო გაბედული გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და გაუჩენს სურვილს, საკუთარი თავი საზოგადოებას უკეთ წარუდგინოს ან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც აქამდე ზედმეტად რისკიანი ეჩვენებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე