რეზონანსი
11.06.2026

 რამდენი ბავშვი უნდა ყოფილიყო სტუდიაში, რომ თითოეული დაენახათ და რატომ მიიღეს სტუდიაში იმდენი ბავშვი, რამდენისთვის ყურადღების მიქცევაც ვერ მოხერხდებოდა?

ლიზა ბაგრატიონი, რომელიც იმ გადაცემის წამყვანია, რომლის ეთერშიც 9 ივნისს 10 წლის გოგონა მოწყვეტით დაეცა, ამბობს, რომ მომხდარი არავის დაუნახავს, ბრადგან "იმდენი ბავშვი იყო, რომ...", თუმცა არ ამბობს, რამდენი ბავშვი უნდა ყოფილიყო, რომ თითოეული დაენახათ, ყურადღება მიექციათ და ან რატომ მიიღეს სტუდიაში იმდენი ბავშვი, რამდენისთვის ყურადღების მიქცევაც ვერ მოხერხდებოდა.

"მე და ოპერატორები ყველანი გაოცებულები ვიყავით, ეგ როგორ მოხდა. ამდენი ბავშვი რომ იყო, ალბათ მაგიტომაც ვერ დავინახეთ. ალბათ სხვა მშობლებმაც ვერ დაინახეს, იმიტომ, რომ იქ პანიკა არ ყოფილა, არანაირი გართულება ეთერში არ ყოფილა. მერე უკვე ამ დანარჩენმა ბავშვებმა რომ თქვეს, იჯდა ეს გოგო წყნარად. მოვედით და მოვიკითხეთ როგორ ხარო და კარგად, კარგადო და ფოტოებიც გადავიღეთ მერე ერთად. ამიტომ ჩვენ არ მივაქციეთ ასე ყურადღება.... ის, რაც ამ წუთას ხდება, ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ არავის არ დაგვინახავს.

როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი გულგრილი იყოს? კარგით, ერთი ვართ გულგრილი, ცუდი ადამიანი, ორი, სამი, ხუთი, ათი, ოცი? კარგით რა?! ოპერატორებიც ამბობდნენ, როგორ ვერ დავინახეთო, ბევრი ბავშვი იყო და ვერ მოხდა იმ წუთას დაფიქსირება ამ ბავშვის გადმოვარდნის"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×