
რუსეთში საწვავის კრიზისი იწყება, ბენზინისა და დიზელის გაყიდვებზე შეზღუდვები უკვე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშიც დაწესდ. უფრო რთული ვითარებაა ოკუპირებულ ყირიმში, რომელიც, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა სასურსათო კრიზისის წინაშეც აღმოჩნდეს. ფრონტზე დიდი დანაკარგების გამო ასევე მწვავედ დგას ცოცხალი ძალის შევსები პრობლემა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლო მომავალში იძლებით მობილიზაციასაც პროგნოზირებს.
ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას განაცხადა, რომ რუსული არმია ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს და უკრაინული თავდასხმები ამ ვითარებას ვერ შეცვლის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ოკუპირებული უკრაინული რეგიონების ე.წ. გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
- ვლადიმირ პუტინი: „ჩვენი ძალები ინარჩუნებენ სტრატეგიულ უპირატესობას. ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ვერცერთი ჭურვი და დრონის დარტყმა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას."
„ჩვენი ძალები ინარჩუნებენ სტრატეგიულ უპირატესობას. ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ვერცერთი ჭურვი და დრონის დარტყმა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. წინსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. მტერი ვერ ახერხებს ამ თავდასხმის შეკავებას და ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. ისინი ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტს", - ამბობს პუტინი.
საპირისპიროს ამტკიცებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინელმა მეომრებმა რუსეთის ტერიტორიაზე „შორ მანძილზე მოქმედი სანქციების" გამოყენებაში კარგ შედეგებს მიაღწიეს.
მისი ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე, რუსეთის იაროსლავის ოლქში, უსაფრთხოების სამსახურმა ნავთობის ობიექტს დაარტყეს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო აგრესორი სახელმწიფოს რეზერვებისთვის.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსეთის ხელმძღვანელობას მოლაპარაკების ყველა შესაძლო ფორმატი შევთავაზეთ და ერთადერთი პასუხი იყო აგრესიის გაგრძელება და მისი გაფართოების მცდელობები. ლოგიკურია, რომ ომი ისევ იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო."
„ჩვენი არმიის მეომრებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს რუსეთის ტულის ოლქში - კერძოდ, აზოტის ქარხანაში, რომლის ფუნქციონირებაც კრიტიკულია ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების შესაძლებლობებისთვის. საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვები დაწესდა ექვს რუსულ აეროპორტში და საერთო ჯამში, გუშინ საღამოდან რუსეთის 28 ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. ასევე, დარტყმები განხორციელდა ოკუპანტის სამხედრო ლოჯისტიკაზე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„რუსეთის ხელმძღვანელობას მოლაპარაკების ყველა შესაძლო ფორმატი შევთავაზეთ და ერთადერთი პასუხი იყო აგრესიის გაგრძელება და მისი გაფართოების მცდელობები. ლოგიკურია, რომ ომი ისევ იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინას მშვიდობა სჭირდება. დიდება უკრაინას!"- დაწერა ზელენსკიმ კვირას სოციალურ ქსელში.
ჯარის პრობლემა
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის არმიის საშტატო შემადგენლობა 2,399 მილიონ ადამიანამდე გაზარდა. ეს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებიდან გამომდინარეობს. აქედან უშალოდ სახმედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1,51 მილიონს შეადგენს.
- „კრემლი მალე ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დადგება - რადიკალურად გაზარდოს მოთხოვნები რუსეთის ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართ, ან შეამციროს სამხედრო ხარჯები".
გარდა ამისა, 12 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთის არმიის შემადგენლობა ერთ მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენდა.
გარდა ამისა, უფლებადამცველი პროექტის, „შკოლა პრიზივნიკას" ცნობით, სამხედრო აღრიცხვის რეესტრში უკვე მითითებელია რუსეთის მოქალაქეების რეალური საცხოვრებელი მისამართები და არა ის, სადაც არიან ჩაწერილი.
„სამხედრო კომისარიატებისგან დამალვა სულ უფრო რთული ხდება", - წერენ ადამიანის უფლებათა დამცველები.
„სი-ენ-ენის" ცნობით, კრემლის საომარი სტრატეგია ნელი, დამღლელი კამპანიის შენარჩუნებაა, უკრაინის უზარმაზარი მოსახლეობისა და განვითარებული სამხედრო მრეწველობის გამოყენებით. თუმცა, არსებობს ერთი მთავარი პრობლემა -რუსეთის აბსოლუტური რიცხობრივი უპირატესობა უკრაინაზე კლებას იწყებს.
რუსეთის ეკონომიკის ექსპერტის, იანის კლუგეს თქმით, რუსეთში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2025 წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და არსებობს ნიშნები, რომ ის კვლავაც კლებას განაგრძობს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარი ნაიჯელ გულდ-დევისი იმას აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის ისტორიაში პირველი ომია, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის უხდის ფულს და არა აიძულებს ამის გაკეთებას, რაც ეკონომიკურ სირთულეებსა და ადამიანური რესურსების პრობლემებს იწვევს.
„არსებობს ნიშნები, რომ ეს სტიმულირების ღონისძიება შესაძლოა აღარ იყოს ეფექტური და რუსეთმა იმაზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვა დაიწყო, ვიდრე მას შეუძლია კონტრაქტით დაასაქმოს", - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, მოსკოვი თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად სულ უფრო სასოწარკვეთილ ზომებს მიმართავს და პუტინი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება წელს კიდევ უფრო არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღოს, თუკი ომის გაგრძელება სურს:
„ყოველივე ამის შემდეგ, თუ პოტენციურმა ახალწვეულმა გასულ წელს უარი თქვა დიდ ფულად ბონუსზე, გაურკვეველია, რა აიძულებდა მას ახლა შეეცვალა აზრი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფრონტიდან მუდმოვად მოდის ცნობები არასათანადო მოპყრობისა და იმის შესახებ, რომ ჯარისკაცები ქრთამს აძლევდნენ ოფიცრებს, რათა თავიდან აეცილებინათ ისეთ დავალებებზე გაგზავნა, სადაც დაღუპვა პრაქტიკულად გარდაუვალი იყო."
რუსეთმა უკვე გაგზავნა ათიათასობით ყოფილი პატიმარი ფრონტის ხაზზე, მიიღო შევსება ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების სამი ცალკეული ტალღისგან და წაახალისა მიგრანტები, რომ შეუერთდნენ უკრაინაში მებრძოლთა რიგებს. ამასობაში, ომის გამო სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის მამაკაცების გადინება გავლენას ახდენს მთელი რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც ახლა უფრო მასშტაბური შრომითი კრიზისის წინაშე დგას.
„პრობლემები მხოლოდ ფრონტზე გასაგზავნი ადამიანების პოვნა არ არის... უფრო დიდი პრობლემაა მუშახელის პოვნა", - განუცხადა გულდ-დევისმა „სი-ენ-ენს" და დაამატა, რომ მთელი რუსეთის ეკონომიკა ისტორიაში ყველაზე მძიმე სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის.
ამასთან, გულდ-დევისი ამბობს:
„შრომა უფრო მწირი რესურსია, ვიდრე ფიზიკური კაპიტალი ან ფინანსები. მისი გაზრდაც უფრო რთულია. გარკვეული ძალისხმევით შეგიძლიათ ააშენოთ ახალი ქარხანა ან მოიზიდოთ თანხები. თუმცა, სახელმწიფოს არ შეუძლია შობადობის მაჩვენებლის განსაზღვრა.
„კრემლი მალე ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დადგება - რადიკალურად გაზარდოს მოთხოვნები რუსეთის ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართ, ან შეამციროს სამხედრო ხარჯები", - პროგნოზირებს გულდ-დევისი.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრემლს შეუძლია რეკრუტირების პრობლემების მოგვარება რეგიონებზე მეტი ზეწოლით, სტუდენტების სამხედრო კონტრაქტების ხელმოწერის წახალისებით და მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის რეკრუტირებით.
„ეკონომიკური თვალსაზრისით, დაძაბულობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება", - განაცხადა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელმა მარია სნეგოვაიამ.
სნეგოვაიას თქმით, რუსეთი სტაგნაციას განიცდის. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, რეცესიასაც კი - ასევე მასობრივ ბიზნესების დახურვას და მომხმარებელთა ნდობის შემცირებას.
„ამ ტენდენციებმა შეიძლება შეასუსტოს ომის მხარდაჭერა, პოტენციურად გაზარდოს სოციალური უკმაყოფილება. თუმცა, რეჟიმი უკვე აფართოებს თავის რეპრესიულ აპარატს", - თქვა სნეგოვაიამ.
დასავლელი ანალიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ რუსეთი ფრონტისთვის მოხალისეების დაქირავების სისტემის უკვე ზღვარს უახლოვდება, რის გამოც კრემლი სულ უფრო ხშირად განიხილავს იძულებითი მობილიზაციის ახალ ტალღას.
შეზღუდვა საწვავზე
„მედუზა" და ქსენია სობჩაკის „ტელეგრამ" არხი წერენ, რომ თათარსტანში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მსხვილმა ბენზინგასამართი სადგურების ქსელებმა საწვავის ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის გაყიდვების შეზღუდვა დაიწყეს.
თათარსტანის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზია „ხელოვნური აჟიოტაჟის" წინააღმდეგ ბრძოლა და „სტაბილური სიტუაციის უზრუნველყოფა".
შეზღუდვები დაწესდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 12 ივნისს რუსეთში სახელმწიფო დღესასწაული - „რუსეთის დღე" აღინიშნება, თათარსტანში, ქალაქ ნიჟნეკამსკში კომპანიების „ტანეკოსა" და „ტაიფ-ნკ"-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე წარმატებული დარტყმის შესახებ განაცხადეს. დღეის მდგომარეობით, თათარსტანის ავტოგასამართ სადგურებზე ერთ მომხმარებელს ერთ ჯერზე მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინის, ან 40 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა შეუძლია.
12 ივნისიდან საწვავზე შეზღუდვები ამოქმედდა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა, იქ გასაცემი ლიმიტი სხვადასხვაა. მაგალითად, „ტატნეფტის" ბენზინგასამართ სადგურებზე გაიცემა 20 ლიტრი ნებზინი ან 40 ლიტრი დიზელი, „როსნეფტის" ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის და დიზელის ლიმიტი ერთნაირია - 90 ლიტრი ერთ მომხმარებელზე, „ლუკოილი" კი ერთ მომხმარებელზე არაუმეტეს 100 ლიტრი ბენზინს ან დიზელის საწვავს ყიდის.
კიდევ უფრო ადრე დააწესა შეზღუდვები ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა „ორტკ"-მ, რომელიც მოსკოვის ოლქში ოპერირებს. აქ ერთ მომხმარებელზე 60 ლიტრი ბენზინი ან 100 ლიტრი დიზელის საწვავი გაიცემა და ეს შეზღუდვა 2 ივნისიდან მოქმედებს.