რეზონანსი
15.06.2026

მარ­თა­ლია, ილი­ა თოფურიას წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი მე­დია მხო­ლოდ ჯორ­ჯი­ნა­ზე წერ­და, ამ დროს ილი­ას უფ­რო­სი შვი­ლის, ჰუ­გოს დე­დის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც მა­მას­თან იზ­რდე­ბა, მე­დი­ის­თვის ყო­ველ­თვის ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა იყო.

"ამბებისთვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბავ­შვის დედა ეს­პა­ნელი პი­ლარ კა­სა­ნო­ვაა. ქა­ლის "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად პრო­ფილ­ზე, რო­მე­ლიც 2016 წლით თა­რიღ­დე­ბა, ილია თო­ფუ­რი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დის არა­ერ­თი სა­ერ­თო, თბი­ლი ფოტო იძებ­ნე­ბა.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რომ ილი­ას დედა, ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია, შვი­ლის ბრძო­ლის წინა დღეს ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბი­დან "სთო­რებს“ აქ­ვეყ­ნებ­და. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ილი­ას დე­დას­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი სწო­რედ პი­ლარ კა­სა­ნო­ვა ჩანს. ფოტო თა­ვად პი­ლარ­მაც გა­ა­ზი­ა­რა, ილი­ას დედა მო­ნიშ­ნა და ქარ­თუ­ლი სი­ტყვა ინ­გლი­სუ­რი შრიფ­ტით და­ა­წე­რა: "deda“.

 რო­გორც ჩანს, მი­უ­ხე­და­ვად და­შო­რე­ბი­სა, ჰუ­გოს დე­დას თო­ფუ­რი­ე­ბის ოჯახ­თან თბი­ლი და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დღეს ჩემ­პი­ო­ნის ოჯა­ხის გვერ­დით იყო.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×