რეზონანსი
15.06.2026

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილ შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ისრაელისთვის სავალდებულო ძალის მქონე არ არის.

„ტრამპის შეთანხმება ჩვენთვის სავალდებულო არ არის. ისრაელი არ არის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში. ჩვენ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ვართ", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ბენ გვირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ აპირებს იმ გადაწყვეტილებების გაზიარებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას.

„ჩვენ არ ვართ ამ შეთანხმების პარტნიორები, რადგან ის არ იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ არ უნდა დავთმოთ ლიბანის არცერთი ტერიტორია, რომელიც ჩვენმა მებრძოლებმა დაიკავეს", - დასძინა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×