რეზონანსი
15.06.2026

ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

Marca წერს, რომ სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს.

გამოცემის ცნობით, ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება.

შეგახსენებთ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან ილია თოფურიას მარცხის შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ექიმი არ ვარ, მაგრამ მის თვალს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, შესაძლოა ორბიტა ჰქონდეს გატეხილი, თუმცა ეს ფაქტი არ არის, მხოლოდ ვვარაუდობ", - აღნიშნა უაითმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×