რეზონანსი
18.06.2026

რასა იუკნევიჩიენეს განმარტებების გაკეთება მოუწევს, თუ იმას ამბობს, რასაც გულისხმობს, რომ თურმე ომის წესებით უნდა ითამაშო, თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მიი თქმით, რასა იუკმევიჩიენეს განცხადება იყო წამოცდენა, ის განსაკუთრებული უნარ-ჩვებებით არ გამოირჩევა.

„ისეთი რაღაც თქვა, რაც შეურაცხმყოფელია ევროკავშირისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის. ეს განცხადება ევროკავშირის მიმართ ნდობას და რეპუტაციას ეჭქვეშ აყენებს. წლების განმავლობაში ქართველებს თუ ვინმე ჰაერზე გვესაუბრებოდა, ეს მხოლოდ სამწუხაროა და ბორის ჯონსონის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას მახსენებს, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი არასდროს არ იდგაო. ეს იმ დროს, როცა უკრაინას ნატო-ში მიღებას დაჩქარებული წესით ჰპირდებოდნენ და ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა: „საქართველო ვერ ახერხებს, გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა, 2022 წლის ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×