რეზონანსი
18.06.2026

ჩამოვფრინდი თუ არა, მიშას თხოვნით აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი, შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელს და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს. ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილს თვლიან.

„მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ბაბლი. განსაკუთრებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ხუთიანს და მიშას უფრო ებრძვიან ვიდრე 41 და ბიძინას.

თქვენ წარმოიდგინეთ მნიშვნელობა არ აქვს მიშას სურვილებსაც კი. 5 წელი საპატიმროში ყოფნა, როცა ინფორმაციებს და განწყობებს მაინც შერჩევით გაწოდებენ, გიკარგავს სწორ აღქმებს.

როცა გინდა პრიორიტეტი იყოს სოფელი და რეგიონი, რაიონულმა ორგანიზაციებმა უნდა თქვან ვის ხედავენ თავის ქალად, კაცად, გინდ მენეჯერი ერქვას და გინდ თავმჯდომარე.

საინტერესოა ეს ხალხი ვის ხედავს კანდიდატად.

ჩამოვფრინდი თუ არა, მიშას თხოვნით აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი და რეგიონის პარტიის წარმომადგენლებს შევხვდი. შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელ და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს.

ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ სხვა.

ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი ვინ იქნება „ნაცმოს“ თავმდჯომარე.

პ.ს. ეს ბაბლი ვიყავით ხაბეს რომ ვიწუნებდით და ჯერ რასაც ვხედავ, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ, სწორედ ხაბეს თვლიან“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×