რეზონანსი
19.06.2026

ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის გოგონა, ბაიკერი ელენე ექვთიმიშვილი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.

"ჩვენი ლამაზი ელენე მანქანას ძალიან კარგად მართავდა. წელს აიღო ჩუმად მართვის მოწმობა მოტოს კატეგორიაზე და მხოლოდ შემდეგ გაამხილა ეს ამბავი. თავისი ფულით უყიდია მოტოციკლი...

დედას ძალიან არ უნდოდა, რომ მის შვილს მოტოთი ევლო. დედას მისცა პირობა, სულ ცოტა ხანი და გავყიდიო...

როგორც ჩანს, სწრაფად მიდიოდა. მანქანას უკნიდან დაეჯახა და შემდეგ ბორდიულს. სხვასთან გამოძახებული სასწრაფო შეესწრო ამ ავარიას. სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გოგო საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა...

დედაც და ძმაც ძალიან ცუდად არიან. არ ვიცი, ცოცხლებზე ვინერვიულო თუ გარდაცვლილი ვიტირო“, - განაცხადა " "კვირის პალიტრასთან" გარდაცვლილის ნათესავმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×