
მომღერალი ნათია ზარანდია რამდენიმე დღის წინ იგი დიდ უბედურებას გადაურჩა, როგორც თავად ამბობს, ავარიაში მოჰყვა, თუმცა თავს კარგად გრძნობს და მანქანაში მყოფი ყველა პირი გადარჩა. ავარიის ამსახველი ფოტო, ნათია ზარანდიამ თავად გამოაქვეყნა. მომღერალმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ „დამნაშავეს“ არ უჩივლოს:
„მინდა მოვყვე აქვე კიდევ ერთი ამბავი და დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ, მეგობრებო და რამდენად სწორად მოვიქეცი შექმნილ სიტუაციაში.
მაგ დღესვე, როცა ავარიაში მოვხვდი ასევე გავხდი თავდასხმის მსხვერპლი. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი და შოკი მივიღე, ხომ ნახეთ ფოტო - მასალა, რამხელა შიში ვნახე ნერვიულობა გადავიტანე და ამ მძიმე დროს ორი „კაცი” თავზე რომ გესხმევა?! არ მოვყვები დეტალებს, თუ რა მოხდა იქ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მთელი მედპერსონალი შოკში იყო, გაიძახდნენ, თუ ეს პირუტყვები, ჯუნგლები საიდან გამოვარდნენ, ან სად გაიზარდნენ და იქვე მეუბნებოდნენ, რომ პოლიცია გამომეძახა, იმდენი მოწმე იყო ამ არაადამიანური გამოხტომის, აბსოლუტურად ყველა მხარს მიჭერდა, თან კამერებში ყველაფერი ნათლად ჩანდა, მაგრამ ჩემთვის მაგ მომენტში ჩემი საყვარელი ადამიანისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობა და მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ისინი.
როცა გავიგე, რომ ვინც იჯდა მანქანაში ყველა კარგად არის და გადარჩენილია, მეორე დღეს შევუდექი საქმეს. ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს დავურეკე, რომელიც ტელეკომპანიაში მუშაობს, გადაცემის პროდიუსერია და მოვუყევი ეს ამბავი თავიდან ბოლომდე. მოკლედ ვიტყვი, გაგიჟდა, რას ლაპარაკობ შენს გვერდში ვარო ყველანაირად, გადაცემასაც დაგითმობო და თუ გინდა აქ მოჰყევი ეს ყველაფერიო ჩემთან ან სხვა გადაცემაში სადმეო, დავრეკავ-გადმოვრეკავო, მოგიგვარებო, თან ვიდეო-მასალაც ამ ყველაფრის მქონდა ხელზე.
საჩივრის დაწერაშიც დაგეხმარებიო, არავინ ამ საქმეს თაროზე არ ჩამოდებსო, ამის სიტყვას მე გაძლევო, თან გამხაურდებაო და პასუხი შეგიძლია აგებინოო კანონის ძალით მთელი სიმკაცრითო, სიმართლე სრულიად შენს მხარეს არისო, ადვოკატიც შეგიძლია აიყვანოო და ნუ მოკლედ, ყველანაირად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ერთ-ერთი მათგანისთვის მეჩივლა, მაგრამ ამ საქმეში იყო ჩარეული ჩემთვის ძვირფასი ადამიანი, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ მისთვის ეს ადამიანები არ იყვნენ უცხო ხალხი, ამიტომ მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, არა და მაკანკალებდა ამხელა უსამართლობისგან. თუმცა მას არ უთქვამს, რომ არ მეჩივლა და სრულიად ჩემს მხარეზე იყო, მაგრამ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა მის გულში.
საკუთარ თავთან ბრძოლა ყველაზე რთულია მოგეხსენებათ. მთელი ღამე არ მძინებია ამაზე ფიქრში, თუ რა გამეკეთებინა. მერე დავურეკე ჩემს უახლოეს მეგობარს, (ისიც ტელევიზიის მუშაკია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანია ჩვენს ტელესივრცეში) რომლის სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მითხრა, რომ გამომეჩინა დიდსულოვნება, ადამიანობა და ანგარიში გამეწია არსებულ ფაქტორებზე.
მითხრა, რომ უფალი ამ შემთხვევაში ჩემს მხარეს არის და რომ ვენდო მას და ამ საკითხის მოგვარება ღმერთს მივანდო, არ ინანებო. დრო რომ გავა მიხვდებიო, თუ როგორი სწორი ნაბიჯი გადადგიო, თორემ შენ ამ საქმეს რომ მოიგებ და მაგ საწყალს ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებო, ეს ვიცითო და დააყოლა: „არასდროს ებრძოლო ღორს. ორივე დაისვრებით, მაგრამ ღორი სიამოვნებას მიიღებს”.
გავიდა ახლა რამდენიმე დღე და მივხვდი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, არ ვუჩივლე და არ ვაგებინე პასუხი იმ „ადამიანის” უღირს საქციელზე. რა თქმა უნდა, რომ მეჩივლა და მომეგო ეს საქმე გულს მოვიფხანდი მაგ დროს, შურს ვიძიებდი, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი ჩემთვის.
ჩემი სულიერი სიმშვიდე, თან მე არასდროს ვწირავ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს, არ მემეტება ისინი ცუდისთვის. მით უმეტეს ამ უმძიმეს სიტუაციაში. მისი ნერვიულობა, ჩემი ნერვიულობაა. თან მე უფალმა იმხელა რაღაცისგან გადამარჩინა, ახალი სიცოცხლე მაჩუქა და ბევრ რაღაცას მე ახლა სხვანაირად შევხედე. წაქეზება, ლანძღვა, წყევლა, უარყოფითი ემოციები, ყველანაირი ნეგატივი - ეს ყველაფერი დამანგრეველია, გამანადგურებელი და არაფერი კარგი ამას არ მოაქვს, პირველ რიგში შენი საკუთარი თავისთვის და ზოგჯერ სჯობს მიანდო სამყაროს სამაგიეროს გადახდა. შენ კი გააგრძელო წინ სვლა სუფთა და მსუბუქი გულით. მე და ჩემი ძმაკაცი, ღმერთი უფრო მეტ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ მომავალში, უფრო მეტ სიყვარულს, პოზიტივსა და დადებით ემოციებს გავცემთ, რათა ვიცით, რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ დახარჯო შენი უძვირფასესი დრო ცუდ და მავნებელ რაღაცებზე“, - დაწერა ნათია ზარანდიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე