რეზონანსი
20.06.2026

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 21 წლის ელენე ექვთიმიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მკვიდრია. გოგონას 20 ივნისს, სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი ქალაქ ახმეტის №2 საჯარო სკოლამ გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გამორჩეული და საყვარელი კურსდამთავრებულის, ელენე ექვთიმიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ის ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, როგორც განსაკუთრებული, კეთილშობილი და სიცოცხლით სავსე გოგონა.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები თანაგრძნობას ვუცხადებთ ელენეს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სკოლის სამძიმარში.

უმძიმესი ავარია შემთხვევა თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე სამი დღის წინ მოხდა. მოტოციკლი ჯერ ავტომობილს, ხოლო შემდეგ ბორდიურს შეეჯახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×