რეზონანსი
20.06.2026

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში სერიოზული კრიზისია. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ისინი საერთოდ გაკოტრებულები არიან და არაფრის უნარი აღარ შესწევთ:

„სერიოზული კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში, გაკოტრებულები, ინტელექტისგან დაცლილები არიან და ახლა ძალიან საინტერესო კორონაციის მოლოდინი არსებობს, როდესაც გვირგვინს დაადგამენ ქალბატონ ნანულის, რომელიც მომიტინგეებში და რადიკალებში თავისი ცნობილი ლობიანებით იხვეჭდა პოპულარობას. ვხედავთ, რომ საერთოდ გაკოტრებულები არიან და არაფრის უნარი აღარ შესწევთ, რადგან ფაქტობრივად დასრულდა ეს ძალა, რომელმაც ამდენი ხანი ტანჯა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება“, - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

ბრალდებები, ურთიერთდაპირისპირება და კრიზისია „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის თავმჯდომარეობიდან ვადაზე ადრე გაშვებული თინა ბოკუჩავა, კრიტიკული განცხადებების გამო, ისევ მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს. პარტიის მოქმედი ლიდერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება, ამბობს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ კომუნიკატორებმა მოახდინეს, ვინც მასთან ყოველდღიურად შედიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×