
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ჟენევაში ღამით ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „სი ბი ეს ნიუსს“ დაუდასტურეს.
მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, ჟენევაში სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება, რადგან ორივე ქვეყანა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობს.
ამერიკული მედია იუწყება, რომ კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი პარასკევს შვეიცარიაში ჩავიდა. გაურკვეველია, გაემგზავრება თუ არა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ჟენევაში.
შვეიცარიამ ტელეარხ „სი ბი ეს ნიუსს“ განუცხადა, რომ ქვეყანაში „ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები იმყოფებიან“.