რეზონანსი
20.06.2026

ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

„აჭარაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია. მიმდინარე ტურისტულ სეზონს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვდება განახლებული ტექნიკური საშუალებებითა და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აჭარაში მილიონობით ვიზიტორი გვყავს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყანა - საქართველო კვლავ რჩება, როგორც წამყვანი, უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიების დამსწრეებს, ასევე, სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×