
ახლა, 35 წლის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენივე ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც გვიბრძოლია. ეს სახიფათო რეალობაა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილმა ევროკავშირში გადაწყვეტილების წესის გადახედვაზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნების დღიდან ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ აბსოლუტური ილუზია იყო ევროკავშირში რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი.
„ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მთლიანად ექვემდებარება დიფ სტეიტს, დაიღალა კონსენსუსის ძიებით სხვადასხვა საკითხზე დავალებების აღსრულების პროცესში. ყველაზე რთული გაკვეთილი მიიღეს მაშინ, როდესაც უნგრეთმა შეაჩერა [უკრაინისთვის] 90 მლრდ-იანი სესხის გამოყოფა და ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ ფონ დერ ლაიენი და ბიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები, რომ გადასახედი იყო ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესი, ასეთივე მორჩილებას ითხოვდნენ ჩვენგან. ახლა წინასწარ იზღვევენ თავს, თუკი ევროკავშირი ოდესმე გაფართოვდება, რომ ახალ წევრებს არ ჰქონდეთ ხმის უფლებაც კი. საქართველოს კონტექსტში რომ წარმოვიდგინოთ, თუ ჩვენ ოდესმე გავხდებით ევროკავშირის წევრი ჩვენივე გადაწყვეტილებაზე ხმის უფლებაც კი არ გვექნება, ისე მიიღებს რომელიმე ფონ დერ ლაიენი და რომელიმე კაია კალასი გადაწყვეტილებას. ამ პროცესს ევროინტეგრაციის პროცესს ვერ დავარქმევთ, ჩვენ ამ პროცესს უნდა დავარქვათ უკან საბჭოთა კავშირში“, - განაცხადა შაქარიშვილმა.