რეზონანსი
20.06.2026

უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე – „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვა.

უკრაინული მედიის ცნობით, იუშჩენკომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევა გადაწყვიტა.

ამასთან, ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა.

კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების“ სახელის მინიჭების სკანდალს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×