რეზონანსი
20.06.2026

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემები კვლავ გადაადგილდებიან, ხოლო ამერიკული ძალები რეგიონში რჩებიან ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ირანთან მიღწეული შეთანხმებების შესრულების გასაკონტროლებლად.

როგორც სარდლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, 20 ივნისს სრუტე 55-მა სავაჭრო გემმა გადაკვეთა, რომელთაც მსოფლიო ბაზრებზე დიდი მოცულობის ტვირთი და 17 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გაიტანეს.

CENTCOM-ის ცნობით, საერთაშორისო საზღვაო გზაზე უსაფრთხო გადაადგილება შენარჩუნებულია, ადრე გამოქვეყნებული რეკომენდაციები კი ადასტურებს, რომ სპეციალურად განსაზღვრული მარშრუტით შეუფერხებელი ნაოსნობა შესაძლებელია.

„აშშ-ის ძალები ადგილზე რჩებიან და ინარჩუნებენ მაღალ მზადყოფნას, რათა უზრუნველყონ ირანთან შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და სრული განხორციელება“, – აღნიშნულია სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ შტაბში განაცხადეს, რომ ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან მემორანდუმის დარღვევის გამო ჰორმუზის სრუტე დახურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×