
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, გარდაიცვალა მათი კოლეგა ლიკა ვაჩეიშვილი.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი კოლეგა, ლიკა ვაჩეიშვილი, გარდაიცვალა.
ლიკა იყო პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და ძალიან თბილი ადამიანი, რომელიც თავისი საქმის სიყვარულითა და კეთილგანწყობით ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდა გუნდში.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
მისი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში“, - წერია სამძიმრის წერილში.
როგორც კომენტარებში აღნიშნავე, მას ანევრიზმა გაუსკდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე