
ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პაკისტანისა და კატარის დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება, - ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ესმაილ ბაღაი ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, მხარეებს შორის ოთხმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში დღეს შუადღისას დაიწყება.
ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შეხვდა.
ასევე, დღეს დილით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მოლაპარაკებები შვეიცარიელ კოლეგასთან, იგნასიო კასისთან გამართა.
CNN-ის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს დაუთმობენ.