
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცბალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,ტრაგედიაა თემურ უგულავას ამ ასაკში გარდაცვალება, არა მხოლოდ მისი უკარგესი შვილების, ახლობლების, ნაცნობებისთვის, - გადაუჭარბებლად, ქვეყნისთვისაა ტრაგედია. გულწრფელი ცრემლების ოკეანე გააცილებს უნიჭიერეს, შემოქმედებით, უზომოდ კეთილშობილ კაცს. თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას.
მის მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ სიკეთეთა შორის არის "ლივინგ მუზეუმი თბილისის" - არტთერაპიის ძალიან ცნობილი, მაღალი სტანდარტის საერთაშორისო ქსელის ქართული ფილიალის დაფუძნებაში უდიდესი ხელშეწყობაც. რომ არა თემური, მე ამ განსაკუთრებულ პროექტს საქართველოში ვერ გავაკეთებდი.
მადლობა მას ლივინგ მუზეუმი თბილისის ყველა თანამშრომლისგანაც."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე