რეზონანსი
23.06.2026

გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ და ამან რაღაც ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას ქვეყნის შიგნით და ისაუბრონ ამ თემაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი გაფართოების შეხვედრაზე, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, რათა საქართველო არ მიიწვიონ.

„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს. გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ და ამან რაღაც ერთდღიანი დღის წესრიგი შექმნას ქვეყნის შიგნით და ისაუბრონ ამ თემაზე. უბრალოდ უინტერესოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება გლობალურად, ჩვენს რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ვადევნოთ მას.

გაფართოებაზე მსჯელობას მაშინ ექნება აზრი, თუ გაფართოების პროცესზე ჩვენ გვექნება რაიმე ზეგავლენა. ეს ასე არასდროს არ ყოფილა და ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული მიდგომები იცვლება. საინტერესო პროცესია თვალყურის სადევნებლად, თუმცა საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება გაფართოების პროცესი, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქართველო თუ არ არის ამ პროცესში ჩართულია, ესეც არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, ვერც მხოლოდ ევროკავშირისთვის, ვერც მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ყოველთვის ორმხრივი პროცესი, ორი მხარის მონაწილეობას გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელ ქვეყანასაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია. თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად აზრიანია და შინაარსიანია ისეთი დისკუსიები, როდესაც მონაწილეობას არ იღებს მხარე, რომელიც არის უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×