რეზონანსი
23.06.2026

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი გახდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლმა ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ვლადიმერ პუტინის განკარგულება გამოაქვეყნა.

„დაინიშნოს ალან გაგლოევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლად“, - ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.

ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას დათანხმდა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობიდან“ გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

„გუშინ რუსეთის პრეზიდენტს შევხვდი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობა შემომთავაზა. მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, - განაცხადა გაგლოევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×