რეზონანსი
23.06.2026

სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა, ეს ადამიანი ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს, როცა დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვს და მხარდაჭერის პოვნას უცხოეთში ცდილობს.

„პრაქტიკულად „ნაცმოძრაობა“ განულების პირასაა. მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი ნდობა არ აქვთ და მხარდაჭერის პოვნას უცხოეთში ცდილობენ. სახეზეა მაგ რიგებში კვალიციფიური კადრების არსებობაც, მათ რიგებშია პოლიტიკურად გაცვეთილი სახეები. მათი მიზანია, რომ ოპოზიციიდან როგორმე საქართველო დააზიანონ. საბოლოო ჯამში, ლიდერომანია სჭირთ, რასაც ვხედავთ, პოლიტიკური ავანსცენიდან. სააკაშვილი თავისი არსით და „პოლიტიკური წონით“ იმ

მიზიდულობის წერტილს წარმოადგენს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში ჭაობს უფრო მეტად აღრმავებს. სააკაშვილი რომ პოზიტიურად მოქმედებდეს პროცესებზე, ეს შედეგებში გამოჩნდებოდა. ეს ადამიანი ის აგენტია, რომელიც ბოლო კოზირის ფუნქციად გამოიყენეს მაშინ, როცა საქართველოში დესტრუქციის მოსაწყობად არაჟნებით სავსე კონტეინერით შემოაპარეს. ეს ის სიმძიმეა, რაც რადიკალიზმს ჭაობში კიდევ უფრო მეტად ძირავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×