რეზონანსი
23.06.2026

უკრაინა ახლა ფიქრობს, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინულმა წყარომ მედიას განუცხადა, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პირად საუბარში უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „უფრო გაბედულად“ იმოქმედოს.

„ტრამპი ამბობს, რომ სინამდვილეში არ სჯერა, რომ პუტინი რამეს წნეხის გარეშე გააკეთებს“, - განაცხადა წყარომ.

ამერიკულმა მხარემ არ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ ტრამპი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინულ დარტყმებს მხარს უჭერს, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ძალა არის საკვანძო ფაქტორი.

„პრეზიდენტს სჯერა მშვიდობის ძალის გამოყენებით“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

უკრაინელი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ ბოლო სამხედრო მოვლენებმა დაარწმუნა ტრამპი, რომ კიევი მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით ახლა უფრო ძლიერ პოზიციაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×