
ეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის გაკეთდება, მაგრამ რა?! ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება?!, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი ძალიან მაღალი.
„არ ვიცი, რატომ მიგაჩნიათ 7% ჩემს წინააღმდეგ არგუმენტად. არცერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულება ძალიან მაღალი. გადახედეთ. ბატონმა გიორგიმ [შარაშიძე] მითხრა, ვისურვებდი ისეთ სახალხო დამცველი იყოს, რასაც იტყვის გაკეთდებაო. ეგრე ბევრი რამის სურვება შეიძლება. მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის გაკეთდება, მაგრამ რა?! ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება?! ჩემი პრინციპულობა ამ ანგარიშში გამოიხატება. რა პრინციპით, რა ლოგიკით მოგყავთ ეგ ჩემს საწინააღმდეგო არგუმენტად, მაგას ვერ ვხვდები,“ - განაცხადა იოსელიანმა.