რეზონანსი
23.06.2026

მომღერალი და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა გახდა, სოციალურ ქსელში გამომწერებს პირადი ცხოვრების შესახებ ახალ ამბავს უზიარებს. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, სალომეს რჩეულმა ქორწინების ბეჭედი აჩუქა.

გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ მისმა რჩეულმა სანთლების შუქზე განსაკუთრებული ვახშამი მოუწყო.

სალომე ჭაჭუა წარსულში დაქორწინებული იყო ცნობილ მსახიობსა და წამყვანზე გიორგი ვარდოსანიძეზე. მათ ერთმანეთი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაიცნეს, თუმცა ქორწინება მალევე განქორწინებით დასრულდა.

გიორგი ვარდოსანიძემდე სალომეს მრავალწლიანი რომატიკული და პროფესიული ურთიერთობა აკავშირებდა მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×