მარიამ ვეკუა
23.06.2026

ბოლო პერიოდში უკრაინის მხრიდან რუსეთის სიღრმეში დარტყმების გახშირების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ასეთი გააქტიურება du აშშ-ის მხრიდანაა წახალისებული. მიზანი კი ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება აიძულონ. ამის შესახებ გამოცემა „კიივ ინდეფენდენტი" წერს და ამ ვერსიას ბოლო დღეებში მოსკოვში გაკეთებული განცხადებებიც ირიბად ადასტურებს.

როგორც გამოცემა უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, უკრაინა მიიჩნევს, რომ თეთრი სახლის მხარდაჭერა მოიპოვა იმ კამპანიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის იძულებას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში.

წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად საუბარში აღნიშნა, რომ მან „უფრო გაბედულად" უნდა იმოქმედოს. ეს გზავნილი იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც კიევი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის ძალისხმევას აძლიერებს.

„ტრამპი ამბობს, რომ მას დიდად არ სჯერა, რომ (ვლადიმირ) პუტინი ზეწოლის გარეშე რაიმე ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა „კიივ ინდეფენდენტთან" უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ტრამპისა და ზელენსკის ბოლო შეხვედრის დეტალებს იცნობს.

ვაშინგტონში ამ ინფორმაციას პირდაპირ არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ძალას გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს.

  • სერგეი ლავროვი: „არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ალასკა, ისევე როგორც ევროპული ქმედებები, იმ მიზნით იყო დაგეგმილი, რომ კიევის რეჟიმის ხელახალი შეიარაღებისთვის დრო მოეგოთ."

„პრეზიდენტს სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი", - განუცხადა „კიივ ინდეფენდენტს" აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ამის პარარელურად, უკვე მოსკოვშიც ღიად საუბრობენ უკრაინის კონფლიქტის მიმართ ტრამპის მიდგომის ცვლილებაზე და ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. კრემლში მიიჩნევენ, რომ ამაში „დამნაშავე" ევროპელები არიან, რომლებმაც 15-17 ივლისს საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის" სამიტისას პრეზიდენტ ტრამპზე მოსკოვისთვის არასასურველი გავლენა მოახდინეს.

„ევროპელი ლიდერები „დიდი შვიდეულის" სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ და თავი უსარგებლო დამავნე იდეებითგამოუტენეს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა იქვე დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ძლიერი პოლიტიკოსია" და საკუთარ შეხედულებებს იცავს.

უფრო პესიმისტური იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგე ლავროვი, რომელმაც 23 ივნისს განაცხადა:

„არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ალასკა, ისევე როგორც ევროპული ქმედებები, იმ მიზნით იყო დაგეგმილი, რომ კიევის რეჟიმის ხელახალი შეიარაღებისთვის დრო მოეგოთ. არ მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გამოვიდა".

ზეწოლა ბრძოლის ველზე

ეს დიპლომატიური მანევრები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც უკრაინა რუსეთს სულ უფრო ხშირად უტევს. 18 ივნის განხორციელდა ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური დარტყმა მოსკოვზე. რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინული დრონების შეტევებმა კი უკვე ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ რუსეთის უმეტეს რეგიონებშ, მათ შრის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშიც კი, საწვავის სერიოზული დეფიციტი გაჩნდა.

უკრაინის საჰაერო დარტყმების გამო პარალიზების ზღვარზეა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული. აქ რიგით მოქალაქეებზე ბენზინისა და დიზელის გაყიდვა ოფიციალურად შეწყდა და ბენზინგასამართი სადგურები მხოლოდ არმიასა და სამთავრობო სტრუქტურებს ემსახურებიან.

გარდა ამისა, პრაქტიკულად ჩაშლილია საკურორტო სეზონი. პერიოდულად იბომბება ნახევარკუნძულოს რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ამავე მიზეზის გამო შეფერხებით მუშაობს ყირიმის ხიდი. უკრაინელთა საჰაერო დარტყმების გამო, ასევე შეფერხებულია საზღვაო მიმოსვლა ყირიმსა და რუსეთს შორის.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე უშიშროების ფედერალური სამსახურის და სხვა ძალოვანი უწყებების უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - რისთვის? საზოგადოების დესტაბილიზაციისთვის. ასეთი მასშტაბური ზემოქმედებით, როდესაც მათზე მთელი დასავლეთი მუშაობს და ეს დრონები უზარმაზარი რაოდენობით დაფრინავენ, მიზანი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების მიმართ გარკვეული გაურკვევლობის განცდის შექმნაა", - აღნიშნა სახელმწიფოს პუტინმა.

მისივე შეფასებით, უკრაინული მხარე ამით ასევე ცდილობს იმ წარმატების გადაფარვას, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უშუალოდ ფრონტის ხაზზე აღწევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×