რეზონანსი
23.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო განცხადებები იმის შესახებ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებისთვის ირანში ვიზიტი დაგეგმილი არ არის და აღნიშნა, რომ თეირანი ამ შეთანხმებას უკვე დათანხმდა.

„ისინი ცდებიან, ისინი ცდებიან, მათ იციან, რომ ცდებიან", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პენსილვანიაში ჩასვლისას, როდესაც მას ჰკითხეს ირანელი ჩინოვნიკების განცხადებებზე იმის თაობაზე, რომ IAEA-ს ინსპექტორების ვიზიტი დაგეგმილი არ არის და იყო თუ არა ინსპექციები ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი.

„მათ ეს პირადად გვითხრეს და ჩვენ ეს 100%-ით დაფიქსირებული გვაქვს", - თქვა ტრამპმა. „და რომ მართალნი ყოფილიყვნენ, მე შეხვედრებს ახლავე გავაუქმებდი".

კითხვაზე, თუ როდის იქნებიან ინსპექტორები ადგილზე ირანში, ტრამპმა კონკრეტული ვადების დასახელებაზე უარი განაცხადა.

„შესაბამის დროს", - თქვა მან და დასძინა: „არსად გვეჩქარება".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×