რეზონანსი
24.06.2026

ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მას არ სურს საქართველოს იზოლაცია. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას, თუმცა ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გვაქვს, - ამის შესახებ  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძის თქმით, ეს პოზიცია ყველამ იცის.

„როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა განგვიცხადებია. ზუსტად იმას ვეუბნებით მათ, რასაც თქვენ გეუბნებით. ჩვენ არ დავბრუნდებით იქამდე, ვიდრე უპირობოდ არ იქნება აღიარებული საქართველოს დელეგაციის მანდატები. ამ მანდატების აღიარება სწორედ 2025 წლის იანვრის რეზოლუციის გაუქმებით უნდა მოხდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

ცნიბისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განაცხადა: „საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×