რეზონანსი
24.06.2026

დღეიდან ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული. როგორც რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი აცხადებს, პორტალი მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელია და საშუალებას იძლევა, ინფორმაცია როგორც მაღაზიის, ისე პროდუქტის მიხედვით გაიფილტროს.

„პორტალი ძალიან ადვილი მოხმარების არის. პირდაპირ შეიძლება გაიფილტროს, მაღაზიის და პროდუქციის მიხედვით. მოიცავს არა მხოლოდ აქციის ფასებს, არამედ საუკეთესო რეგულარულ ფასებსაც. აღნიშნული პორტალი არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ ბიზნეს სექტორისთვისაც, რათა გააძლიერებს კონკურენციას, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის, რადგან კონკურენციის ფარგლებში ქსელური მარკეტები მუდმივად ეცდებიან, რომ კიდევ და კიდევ უფრო მიმზიდველი ფასები შესთავაზონ მათ მომხმარებლებს“, - აცხადებს „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, სოფიო ქაშაკაშვილი.

ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი წარადგინა.

ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებგვერდზე ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×