რეზონანსი
24.06.2026

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “მთავრობის” ცვლილება ოკუპირებული რეგიონის რუსეთში შესაძლოა შესვლას არ უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“არა, არ შეიძლება,” - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე პასუხისას, შეიძლება თუ არა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტის” გადადგომის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლაზე განცხადებასთან დაკავშირება.

ცნობისთვის, 22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის გადამდგარი ე.წ. “პრეზიდენტის”, ალან გაგლოევის შეხვედრა გაიმრთა. მათ ღრმა ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია განიხილეს, რომელსაც კრემლში 9 მაისს მოაწერეს ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×