რეზონანსი
24.06.2026

არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მისთვის სასაცილოა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ არ მკურნალობითა და ძალაუფლების ილუზიის შექმნით, მას რაიმე დააკლებენ.

„მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არ მკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“- წერს ელენე ხოშტარია.

მანამდე, პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვების საკითხზე პენიტენციური სამსახურის მხრიდან პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×