რეზონანსი
25.06.2026

რუსთავში კოსტავას გამზირზე რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და 39 წლის კაცის დაჭრით დასრულდა. დაჭრილი თვითდინებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა "ინფო რუსთავს" უთხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

"ახალგაზრდა მამაკაცი შემოსულია თვითდინებით. აღენიშნებოდა შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა ნახევარში. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები. გადავიყვანეთ ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. ამჟამად პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა მძიმეა",- თქვა რევაზიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×