რეზონანსი
25.06.2026

ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ფეხის თითები მოიტეხა. როგორც თავად ამბობს, მას იატაკზე ფეხი აუცურდა და რკინის მოაჯირს დაეჯახა:

„ვიყავი სახლში, მეცვა ე.წ. შლოპანცები. ამისრიალდა იატაკზე ფეხი და მთელი ძალით მივარტყი რკინის მოაჯირს. ძალიან მეტკინა. 20 წუთში მთლიანად გამიარა ტკივილმა. მეორე დღეს ჩვეულებრივად წავედი სამსახურში. ფეხი აღარ მტკიოდა. ასე დავდიოდი სამი დღე. თურმე მარცხენა ფეხის ორი თითი მქონია

მოტეხილი. დედაჩემის დაჟინებული თხოვნით გადავიღე სურათი და მაშინ გავიგე დანამდვილებით, რომ ჩემი ორი პაწია თითი მაქვს მოტეხილი.

ექიმმა დამარიგა, რჩევები მომცა. გულში ვაპროტესტებდი ყველაფერს, მაგრამ არ ვიმჩნევდი. პროტესტს აზრი არ ჰქონდა. მადლობა ჩემ ექიმს გიორგი მანაგაძეს და ნინო ნადირაძეს“,- აღნიშნა გია ჯაჯანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×