რეზონანსი
25.06.2026

ევროსაბჭოს რეზოლუციაში მოყვანილი არ არის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელების დაშავება, არჩევნებში ჩარევა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციებსა და დოკუმენტებს არანაირი დატვირთვა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, ეს ერთ თარგზე მოჭრილი პოლიტიკაა. ევროსაბჭოში ზუსტად ის პარტიები და ჯგუფი არიან წარმოდგენილნი, რომლებიც საქართველოს უტევენ ევროპარლამენტში. სხვათა შორის, ეს ადამიანები სხვა ასამბლეებშიც ცდილობენ, რომ იგივე პროცესები გაატარონ. ეს მიზანმიმართული შეტევაა, რადგან არც ერთი ფაქტი, რომელიც მათ მოყვანილი აქვთ, ვერ და არ დასტურდება. რეზოლუციაში მოყვანილი არ არის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, პოლიციელების დაშავება, არჩევნებში ჩარევა და ა.შ. ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ რა მიზეზით წერენ ამ რეზოლუციებს, ამ დოკუმენტებს არანაირი დატვირთვა არ აქვს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×