რეზონანსი
25.06.2026

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლი­სის ტბა­ზე მომ­ხდა­რი ამ­ბის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ღა­მით, 23:00 სა­ათ­ზე, ლი­სის ტბა­ზე ერთ-ერთ კა­ფე­ში მო­მუ­შა­ვე ბიჭ­მა ტბა­ში დახ­რჩო­ბას კაცი გა­და­არ­ჩი­ნა. ბიჭი, რო­მელ­ზეც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია სა­უ­ბა­რი 23 წლის თემო კუბ­ლაშ­ვი­ლია.

"ლი­სის ტბა­ზე ახალ­გაზ­რდა იხ­რჩო­ბო­და გუ­შინ­წინ… ღა­მის 11 სა­ათ­ზე.

ამ დროს ბევ­რი ხალ­ხია ხოლ­მე ლის­ზე! ბავ­შვს გა­და­უ­ვარ­და ბურ­თი და ეს ახალ­გაზ­რდა გაჰ­ყვა გა­მო­სა­ტა­ნად… ვერ მო­იგ­დო ბურ­თი ხელ­ში,შეჰ­ყვა შუა ტბამ­დე და იქ გა­მო­ე­ცა­ლა ძალა…

წყალ­ნაყ­ლა­პი ხმით ხრი­ა­ლებ­და მიშ­ვე­ლე­თო!

თა­ვი­დან ხუმ­რო­ბა ეგო­ნათ, მერე ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია, მაშ­ვე­ლე­ბი, სას­წრა­ფო… და ისი­ნიც მყი­სი­ე­რად ხომ ვერ მო­ვი­დოდ­ნენ?!

მოკ­ლედ, გა­მო­ვარ­და ერთი ტყი­ბუ­ლე­ლი ოფი­ცი­ან­ტი ბიჭი (თემო), გზა­დაგ­ზა იხ­დი­და ტან­საც­მელს, გა­და­ეშ­ვა ამ სიბ­ნე­ლე­ში - შავ, პირ­ქუშ წყალ­ში. არა­ფე­რი არ ჩან­და… სიბ­ნე­ლე­ში თეთ­რი ბურ­თით მი­აგ­ნო ნა­ხევ­რად გონ­და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდა კაცს, მი­ცუ­რა და ძლივს გა­მო­ათ­რია ნა­პირ­ზე.

ეც­ნენ ექი­მე­ბი და გა­ა­ქა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­სა­სუ­ლი­ე­რებ­ლად, და ერთი დღე-ღამე იქ ჰყავ­დათ და გა­და­არ­ჩი­ნეს.

ეს ტყი­ბუ­ლე­ლი გმი­რი კარ­გა ხანს იჯდა ნა­პირ­ზე, ისე დაღ­ლი­ლი იყო… ვერ დგე­ბო­და.

მე­ო­რე დღეს რომ მო­მიყ­ვნენ, მე - ცურ­ვის არმ­ცოდ­ნე სუ­ბი­ექ­ტმა, რა­მით რომ მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემი მოკ­ლე ჭკუ­ით- ფული შევ­თა­ვა­ზე პრე­მი­ის სა­ხით… არაფ­რით არ გა­მო­მარ­თვა! არაფ­რით!

ყო­ველ დი­ლით დავ­დი­ვარ ლის­ზე უკვე 16 წე­ლია, ვზი­ვარ ახლა კა­ფე­ში, “ინ­ტე­ლი­გენ­ცია” რომ ჰქვია, გერ­მა­ნე­ლე­ბი მყავს სტუმ­რად,და ვუ­ყუ­რებ ამ ტყი­ბუ­ლელ ოფი­ცი­ანტ ბიჭს… მუ­შა­ობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. გა­რეთ წვიმს ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისეა, რო­გორც ყო­ველ დი­ლით… თით­ქოს არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა. ვე­ხუმ­რე­ბი, სალ­ნი­კოვს ვე­ძა­ხი მეტ­სა­ხე­ლად… თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი მის­მე­ნენ გერ­მა­ნე­ლე­ბი, რომ ვუყ­ვე­ბი და მას­ზე მი­ვუ­თი­თებ.

ვუ­ყუ­რებ ამ ბიჭს და ვფიქ­რობ - რა კარ­გია, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი არ­სე­ბო­ბენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს ცხოვ­რე­ბის სურ­ვილს და სტი­მულს გმა­ტებს ადა­მი­ანს. მად­ლო­ბა შენ ტყი­ბუ­ლე­ლო ბიჭო, რომ მაგ­რძნო­ბი­ნე ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი.

4 მეტ­რი ყო­ფი­ლა ლი­სის ტბის სიღ­რმე… ღამე სა­ში­ში შე­სა­ხე­და­ვია!!! შავი!

არა­და რა ლა­მა­ზია დი­ლით", - წერს წერილის ავ­ტო­რი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×