რეზონანსი
25.06.2026

 ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის, ბაჩო ლასარეიშვილის მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს.

წყვილს ქორწინების ერთი წელი შეუსრულდა, თუმცა ამ დღეს ლიკა საყვარელი მეუღლის გარეშე შეხვდა.

„არასდროს მომწონდა სასაფლაოზე გადაღებული ფოტოები... ეს სურათიც ისე გადამიღო ჩემმა მეჯვარემ, არც კი ვიცოდი. როცა ვნახე, გულზე ძალიან მომხვდა, რადგან აქ ჩემი მთელი ტკივილი და მონატრება ჩანს.

დღეს უფრო მეტად გავაანალიზე შენი არყოფნა ჩემს ცხოვრებაში და დღეს უფრო მეტად მეტკინა გული. ჩვენი შეუსრულებელი ერთი წელი, ასე ტკივილიანად გამოიყურება ახლა... ", - წერს ლიკა კუჭუხიძე ინსტაგრამის პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×