
ნანიკო ხაზარაძემ 2026 წლის 24 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. გუშინ იგი სტუმრად ქეთო ანთიძის პოდკასტში იმყოფებოდა და ერთ-ერთი თემა მისი ტელევიზიიდან წამოსვლა იყო. ტელევიზიაში მუშაობის 37-წლიანი პერიოდიდან, 18 წელი მან ტელეკომპანია „იმედში“ გაატარა.
„მუდმივად ვგეგმავდი ჩემ ბოლო ეთერს და რა სამწუხაროა, რომ როგორც დაგეგმილი მქონდა ისე არ გამომივიდა. მინდოდა, ყველაფერი მეთქვა და შემეჯამებინა, თუმცა ჩამივარდა ჩემი ოცნება და არ გამომივიდა.
ტელევიზიიდან წამოსვლა იმ წუთას არ გადამიწყვეტია როცა წამოვედი, ეს იყო ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ავწონ-დავწონე. არ ვიჩხუბე და გააზრებულად მივიყვანე ეს ყველაფერი ბოლომდე“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
მისი თქმით, ტელევიზიის გარეშე ცხოვრება კარგია.
„კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე, არ ვაკნინებ ტელევიზიას თავისი არსით და რეჟიმით, უბრალოდ ჩემთვის ეს მდგომარეობა ახალია, ახლა მოვდუნდი და თურმე რა კარგი ყოფილა“, - თქვა ნანიკო ხაზარაძემ და დასძინა, რომ გია ჯაჯანიძესთან ინციდენტს მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.
დაიჯესტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე