რეზონანსი
26.06.2026

სააფთიაქო ნარკომანიისა და ფსიქტოროპული მედიკამენტების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული  ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძეა. გამოძიების ვერსიით, ყოფილი საჯარო მოხელე სხვა ბრალდებულებს მედიკამენტების გაყიდვაში ეხმარებოდა.

საუბარია იმ პერიოდზე, როცა ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. 

"ჩვენ ამ ეტაპზე რისი განხილვაც იყო, ამომწურავად გავეცით პასუხი. ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროის როცა იყო, მაგ პერიოდზეა საუბარი, სულ 7 თვე ამ პოზიციაზე და ეს გამოძიება სამი წელია მიმდინარეობს", - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×