რეზონანსი
26.06.2026

ერთად ჩვენ მოვისმენთ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში პრემიერის წლიური მოხსენების წარდგენასთან დაკავშირებით.

„პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ჩვენ მოვისმენთ, რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტის მშენებლობა, სარკინიგზო ხაზებისა და ავტოსაგზაო მაგისტრალების მოდერნიზაცია, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ პოტენციალი, რომელიც შუა დერეფანში გააჩნია საქართველოს. ჩვენ მოვისმენთ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და საქართველომ გააგრძელოს ისეთი ნაბიჯებით სვლა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად აღიქვამენ იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×